Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
ambebi.ge
22 September 2017, 11:24
ფრანგული კოსმეტიკური იმპერიის "ლორეალის" მფლობელი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი ლილიან ბეტანკური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ფორბსის" ბოლო მონაცემებით, ბეტანკურის ქონება 40 მილიარდი დოლარი იყო. ლილიან ბეტანკურმა "ლორეალის" საბჭო 2012 წელს დატოვა და მას შემდეგ იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. მოგვიანებით ექიმებმა მას ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს.

2010 წელს ლილიან ბეტანკური პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. საქმე საფრეანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის კამპანიის დაფინანსებას ეხებოდა.

გამომძიებელთა თქმით, 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს სარკოზი დაფინანსებას ბეტანკურისგან იღებდა და ამას მოტყუების გზით აკეთებდა. თავად ნიკოლა სარკოზიმ ყველა ბრალდება უარყო. 2013 წელს საქმე დაიხურა  წაიკითხეთ მეტი
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი